სტერეოტიპები და რეალობა თბილისის კოლორიტების შესახებ

თბილისში კინტოები სპარსეთის ბატონობის პერიოდიდან არსებობდნენ. კინტომ ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახე მხოლოდ მე-19 საუკუნეში შეიძინა, როდესაც ირანი რუსეთმა შეცვალა და კინტოები ახალ ცხოვრებასთან შეგუებას ცდილობდნენ. თუკი ირანში კინტოების ორი კატეგორია არსებობდა, თბილისელმა კინტოებმა ყველა ის თვისება გააერთიანეს საკუთარ თავში რომელიც იმ ორ კატეგორიას ჰქონდა, ანუ ქართველი კინტო ვაჭარიც იყო, აფერისტიც და ხელზე მოსამსახურეც.

ირანელი მოგზაური მეჯოდ-ოს-სალტანე 1865 წელს წერდა: “კავკასიაში ბევრი ირანული ყოფის ხალხია, ტფილისში ყველგან გადააწყდებით ირანელი კინტოებივით გამოწყობილ ნახევარკაცებს რომლებიც ხალხს ატყუებენ”. დავით ორბელიანი წრდა “რაც თურქებმა ვერ ქნეს იმას კინტოები გვიშვრებიან! ქალაქელებს რყვნას ასწავლიან ჩვენ კი ხმას არ ვიღებთ.” იაკობ გოგებაშვილი გაზეთ “კვალ”-ში წერდა: “ტფილისში დღეს იმდენი სასირცხვო ხალხი ცხოვრობს, სათვალავი, რო აერევა კაცსა. ქალაქში კინტო-მატრაბაზები ყველას ყვლიფავენ და შავზე თეთრს იმტკიცებიან.”

ბევრს ყარაჩოხელები და კინტოები, ეს ორი სრულიად განსხვავებული კატეგორიის ხალხი ერთმანეთში ერევა. რატომღაც, კომუნისტების დროს, კინტოების უაზრო იდეალიზება ხდებოდა და ყველას ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდა, თითქოს კინტო წმინდა ქართული მოვლენა იყო, რეალურად კი, ჩვენ სულ სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე.

ყარაჩოღელი იმდროინდელი მოქალაქეა, როცა “ქართლის ცხოვრების” სიტყვით: “ქალაქი ტფილისი ჯერეთ არა სრულიად შემოყვანებულიყო უღელსა ქვეშე მორჩილებასა.” ყარაჩოღელი სინთეზია ქასრთული და აღმოსავლური ქვეყნების ურთიერთობისა. კინტო კი ბაზრის წიაღში შეიქმნა, როცა ვაჭრობამ ხელობას გაუსწრო!

post-29-1369474113-1621248827.jpg

კინტოს აცვია ჩითის პერანგი წინწკლებიანი, მაღალსაყელოიანი, რომელსაც შესაკვრელი აქვს გვერდზე, მარცხენა მხარეს, საყელოზე ოთხი ღილაკი აკერია, მაგრამ საკინძე ყოველთვის შემოხსნილი (გაღეღილი) აქვს. აცვია მოკლე, ნაოჭიანი, შავი ნაშურის ახალუხი; წვრილ ფეხებს უმოსავს წინდებში ჩატანებული უბეგანიერი, მონაოჭებული, შავი სატინის შარვალი, იმდენად განიერი, რომ მის ტოტებს ხშირად ფოთლებივით შრიალი გააქვთ. თავზე ქეჩის ბრტყელი ქუდი ახურავს, ან “კოზიროკიანი შლაპა”. ფეხზე უქუსლო ჩუსტები (მესტები), ზოგჯერ ყელდაკეცილი “დაწყობილი ჩექმები”. გულზე ძეწკვიანი საათი, წელზე აბრეშუმის წითელი სარტყელი ან ვერცხლის აბზინდიანი, ვიწრო ქამარი, ქამარში აბრეშუმის ან ჩითის ხელსახოცი. ჩოხას სულ არ ხმარობენ. კინტო ნიშნავს კინწით თაბახით მზიდველს. თაბახზე გაწყობილ ხილსა და ბოსტნეულს გასაყიდად ქუჩებში თავით დაატარებდა.

მკვლევართა აზრით, კინტოების ტანსაცმელი წმინდა სპარსული სამოსია და ქართულ კულტურასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ასევე შეიძლება ითქვას ცეკვა კინტოურზეც, რომლის ფესვები ძველ სპარსეთში უნდა ვეძებოთ. არსებობს ვერსია, რომ კინტოური თავიდან ქალების ცეკვა იყო და მამაკაცებმა მისი შესრულება მხოლოდ მე-19 საუკუნიდან დაიწყეს.

 

კინ­ტო­ე­ბი ბევ­რი მხატ­ვრის მუ­ზაც გამ­ხდა­რან და ბევ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვარ გმი­რა­დაც გვი­ნა­ხავს. ვინ იყ­ვნენ ისი­ნი და რა­ტომ გახ­დნენ თბი­ლი­სის ერ­თგვა­რი კო­ლო­რი­ტე­ბი, – ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge მწე­რალ დათო ტუ­რაშ­ვილს ესა­უბ­რა:

sss-1621248927.png

– კინ­ტო­ე­ბი იყ­ვნენ ძვე­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში მო­ვაჭ­რე ადა­მი­ა­ნე­ბი (ძი­რი­თა­დად არა­ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის), რომ­ლე­ბიც ტფი­ლი­სის დარ­ბა­ი­სელ მო­ქა­ლა­ქე­ებს არ უყ­ვარ­დათ იმის გამო, რომ კინ­ტო­ებს უტიფ­რად შე­ეძ­ლოთ კლი­ენ­ტე­ბის მო­ტყუ­ე­ბა. თუმ­ცა დარ­ბა­ი­სელ თბი­ლი­სე­ლებს, როცა ზა­ფხუ­ლის სი­ცხის ან სხვა მი­ზე­ზის გამო, ბა­ზარ­ში წას­ვლა არ შე­ეძ­ლოთ, სხვა გზა არ ჰქონ­დათ და ხილს ისევ კინ­ტო­ე­ბის­გან ყი­დუ­ლობ­დნენ. კინ­ტო­ე­ბი ხილს (და არა მარ­ტო ხილს) თავ­ზე­შე­მოდ­გმუ­ლი სა­ხით ყველ­გან და­არ­ბე­ნი­ნებ­დნენ (მა­შინ­დე­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში) და ზოგ­ჯერ, შე­სა­ბა­მი­სი სა­ფა­სუ­რის სა­ნაც­ვლოდ, სხვა წვრილ საქ­მე­ებ­ზეც დარ­ბოდ­ნენ. როს­ტომ ხა­ნის დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, დღის თორ­მეტ სა­ა­თამ­დე, მხო­ლოდ გლე­ხებს შე­ეძ­ლოთ თა­ვი­სი პრო­დუქ­ტე­ბის გა­ყიდ­ვა თბი­ლი­სის ბაზ­რებ­ში და თორ­მეტ სა­ათ­ზე რომ ზარ­ბა­ზანს და­ა­ქუ­ხებ­დნენ, მერე გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბის დროც დგე­ბო­და.

– რო­დემ­დე იყ­ვნენ კინ­ტო­ე­ბი თბი­ლის­ში?

– კინ­ტო­ებ­მა თით­ქმის საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სა­წყი­სამ­დე მო­აღ­წი­ეს და მერე გაქ­რნენ გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო. ბოლ­შე­ვი­კებ­მა ისი­ნი ქორ­ვაჭ­რე­ბად და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხორ­ცმე­ტე­ბად მი­იჩ­ნი­ეს.

– და­ვით ორ­ბე­ლი­ა­ნი წერ­და: “რაც თურ­ქებ­მა ვერ ქნეს, იმას კინ­ტო­ე­ბი გვიშვრე­ბი­ან! ქა­ლა­ქე­ლებს რყვნას ას­წავ­ლი­ან, ჩვენ კი ხმას არ ვი­ღებთ” – რო­გორ ფიქ­რობთ, რას გუ­ლის­ხმობ­და?

– და­ვით ორ­ბე­ლი­ა­ნი ზუს­ტად იმას გუ­ლის­ხმობ­და, რა­საც წერ­და – მა­ტყუ­ა­რა კაცი არის გარ­ყვნი­ლი და ჩვენ­თვის თუ ახლა ასე არ არის, მა­შინ ასე ით­ვლე­ბო­და.

hqdefault-1621248969.jpg

– კინ­ტო­ე­ბის მი­მართ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში, ერ­თგვა­რი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც არ­სე­ბობს, რაც კინ­ტო­ე­ბის, რო­გორც ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბად აღ­ქმას გუ­ლის­ხმობს…

– ცეკ­ვა კინ­ტა­უ­რი არის სა­რი­ტუ­ა­ლო წარ­მო­შო­ბის და სრულ­დე­ბო­და ე.წ. სა­თუქ­სუსო­ებ­ში, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბიც იყო და ამის შე­სა­ხებ ხმა­მაღ­ლა და პირ­ვე­ლად (თუ არ ვცდე­ბი) მწე­რალ­მა არ­ჩილ სუ­ლა­კა­ურ­მა გა­ი­ლაშ­ქრა და მერე ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­მაც მი­უ­ძღვნა წე­რი­ლი ამ ცეკ­ვას. არც ყვე­ლა კინ­ტო იყო არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის და არც ყვე­ლა ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი იყო კინ­ტო, მაგ­რამ ამ ცეკ­ვის ილე­თებ­ში რომ სა­ეჭ­ვო პრან­ჭვის ელე­მენ­ტე­ბია, ამის შემ­ჩნე­ვა ად­ვი­ლია.

– რა­ტომ გახ­დნენ კინ­ტო­ე­ბი თბი­ლი­სის ერ­თგვა­რი კო­ლო­რი­ტე­ბი?

– ვერ ვი­ტყო­დი, რომ კო­ლო­რი­ტუ­ლე­ბი იყ­ვნენ პო­ზი­ტი­უ­რი გა­გე­ბით, მაგ­რამ ძვე­ლი თბი­ლი­სუ­რი ყო­ფის გა­ნუ­ყო­ფე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ნამ­დვი­ლად იყ­ვნენ და ამი­ტო­მაც არ არის შემ­თხვე­ვი­თი, რომ იმ პე­რი­ო­დის ქარ­თულ დრა­მა­ტურ­გი­ა­ში, ისი­ნი ჭარ­ბად არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი და თე­ატრმა და ლი­ტე­რა­ტუ­რამ, მათ მი­მართ აგ­რე­სია, კო­მი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით შეც­ვა­ლა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ვინ იყვნენ კინტოები, სტერეოტიპები და რეალობა – “არც ყველა კინტო იყო ჰომოსექსუალი და არც ყველა ჰომოსექსუალი იყო კინტო”; ambebi.ge

ი. გრიშაშვილი, ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა, ტფ., 1927

შ. ჩხეტია, ტფილისის ისტორიისათვის, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 1, 1938

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share