შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დმანისში მომხდარ ინციდენტზე, თუ რატომ ვერ შეძლო პოლიციამ დროული რეაგირება ამბობს.: “ძალიან რთული სიტუაცია იყო, ეს არ არის ქალაქი, სოფელია, გზა რომ დაიკეტა, უკაცრავად და ღობეებზე გადმოხტნენ, გადახტნენ ნაკვეთებში, შემოუარეს სხვადასვა სახლებს, რთული იყო, ელემენტარულად, მაშინ დიდი მასა უნდა ყოფილიყო მობილიზებული. რა ვიცოდით, გუშინ განიმუხტა სიტუაცია. საპროტესტო აქცია არ იგეგმებოდა, დილით შეიკრიბნენ ეს ადამიანები, თავიდან ცოტა, მერე გაიზარდა და 200-მდე ავიდა”.