მე-12 კლასელებმა სკოლაში სწავლა დაასრულეს

საქართველოს საჯარო სკოლების მე-12 კლასელებისთვის სასწავლო პროცესი დღეს, 20 მაისს დასრულდა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მეორე სასწავლო წელია სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი პრევენციული წესების დაცვით და პერიოდულად დისტანციური რეჟიმით მიმდინარეობს.

„თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ. მაშინ, როცა პანდემიამ მკვეთრად შეცვალა ყველა ჩვენგანის ცხოვრება, თქვენ გაუმკლავდით მოულოდნელ სირთულეებს და წარმატებით დაასრულეთ სწავლა. ეს დიდი გამოცდილება აუცილებლად იქონიებს დადებით გავლენას თქვენს მომავალზე და, დარწმუნებული ვარ, ცხოვრების გზაზე გაჩენილ ყველა გამოწვევას შესაძლებლობად აქცევთ“, – ასე მიულოცა დღეს მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share