შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში მდებარე სტადიონზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდმა გულის არეში ტკივილი იგრძნო, რის შემდეგაც თანატოლებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაცვლილი შეიყვანეს, მედიკოსების მიერ ჩატარებული სამედიცინო დახმარება უშედეგო აღმოჩნდა.