საქართველოს მასშტაბით სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს, გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვებით და სასკოლო საზოგადოებას დაწესებული რეგულაციების შესრულება უწევს. შენობის სველი წესით დალაგება, ოთახების ხშირი განიავება და რაც მთავარია, მე-5 კლასიდან ზევით, ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება სავალდებულოა, 1-4 კლასების მოსწავლეებისთვის კი ნებაყოფლობითი.
თუმცა როგორც აღმოჩნდა, არის გარემოება, როდესაც სამედიცინო ნიღბის ტარება პატარებსაც ევალებათ და ეს გახლავთ ტრანსპორტი – ამ საკითხსაც იზოლაციისა და კარანტინის წესი არეგულირებს – სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ყველა პირი ვალდებულია ეკეთოს პირბადე. ასე რომ, ნიღბები 1-4 კლასელ ბავშვებსაც უკეთიათ, რადგან თერმოსკრინინგისა და სამედიცინო ნიღბის გარეშე, სასკოლო ტრანსპორტში ვერ ავლენ.
https://www.etaloni.ge/