გაფიცულმა მუშებმა კომპანია „გულისტანის“ შესასვლელის ბლოკირება დაიწყეს.
როგორც „გურიის მოამბესთან“ საუბარში ერთ-ერთმა გაფიცულმა მუშამ განაცხადა, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, კომპანიის ტერიტორიაზე ვერავინ ვერ შევა და ამავე ტერიტორიიდან ვერავინ ვერ გამოვა.
ეს გადაწყვეტილება გაფიცულებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გულისტანის“ ადმინისტრაციამ გაფიცულების ნაცვლად, სათანამშრომლოდ მუშები სხვა ქვეყნიდან ჩამოიყვანა.
ცნობისათვის: დღეს 21-ე დღე შესრულდა მას შემდეგ, რაც „გულისტანის“ რამოდენიმე ათეული მუშა გაიფიცა.
მუშები კომპანიისგან ელემენტარული სამუშაო პირობების შექმნასა და ხელფასის მატებას მოითხოვენ.