მისი თქმით, კვლევა არ ჩატარებულა ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ საფრთხეების მასშტაბი ბოლომდე ცნობილი არ არის.
,, საკომიტეტო მოსმენა, ნამახვანთან დაკავშირებით ერთხელ უკვე იყო და მაშინ, რამდენიმე პარლამენტარის პათოსი, პირადად ჩემთვისაც იყო გამაღიზიანებელი. დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ ხალხს ცნობიერების ამაღლება სჭირდება, რომ ჰესის სარგებელს მიხვდეს, რომ აკლიათ განათლება… დაახლოებით ეს იყო შინაარსი. ეს იყო შეურაცხმყოფელი რიონის ხეობის მოსახლეობისთვის.
ჩვენთან დებატებში, ხშირად გვეუბნებიან მტკიცებით ფორმაში, რომ წყლის რესურსი ერთადერთი მატარებელია, რომელიც მოგვცემს ელექტროენერგიას. მაინტერესებს, საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, რომელ სამეცნიერო წყაროზე დაყრდობით? ბოლო 40 წელია საქართველოს წყლის რესურსი საერთოდ არ შეფასებულა, კვლევები არ ჩატარებულა. ინფორმაციაც არ არსებობს და ამ მითს, უბრალოდ ავითარებს პოლიტიკური სპექტრი.
მთავარი აქ არის გეოლოგიური დატვირთვები, მეწყერი, წყალდიდობა და მიწისძვრა, ყველა ამ რისკზე ნამახვანი არ არის გათვლილი. ბევრი კომპანია მანიპულირებს იმით, რომ ტერმინოლოგია მოსახლეობისთვის გაუგებარია. ამიტომ, გადავწყვიტეთ გვქონდეს ონლაინ ჩართვები, სადაც ამას განვმარტავთ. რეალურად, ამ მოცულობის და მასშტაბის ჰესის ასაშენებლად არ არის საკმარისი 800 მლნ დოლარი. დაანგარიშებულია დაბალ რისკებზე, რომ უფრო იაფი გახადონ ჰესის მშენებლობა.
რიონის ხეობაში დაშლილი გრუნტებია, რადგან ორი ფილაქნის სასაზღვრო, შეჯახების ზოლია. ტექტონიკურად დაშლილი სისტემაა ამ დროს მაგნიტუდა 4.5, ან 5-ის დროს სხვანაირად მოქმედებს ქანებზე.
კაშხლური ტიპის ჰესის მშენებლობა რიონის ხეობაში დიდი საფრთხის მატარებელია. გარდა სეისმური პრობლემებისა, იქ არის ინფიოლტრაციის (გაჟონვის) პრობლემა, რომელიც არც არავის შეუსწავლია, რაც დამატებით საფრთხეებს ქმნის არა მხოლოდ რიონის ხეობისთვის, კოლხეთის დაბლობისთვისაც. 2015 წლიდან ვაფრთხილებთ ამ საფრთხეებზე როგორც კომპანიას, ასევე ინვესტორს, რომელმაც ისე გააკეთა შუახევ ჰესი, რომ 2 წლის მერე, კაშხალი ცივ ნაკერში წყალს უშვებს. წარმოგიდგენიათ, რა ხარისხის მშენებლობაა? ეს კომპანია იყო მაშინაც კვლევების ავტორი.
აქ უნდა ჩამოვიდეს ის ხალხი, ის ექსპერტები, ვინც საკუთარ რეპუტაციას უფრთხილდება. ამ კუთხით მუშაობენ ჩემი კოლეგები, რომ დიდი რეპუტაციის მქონე კომისია ჩამოიყვანონ“, – ამბობს გოდოლაძე ,,საქმეში“.
https://www.bpn.ge/