ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი არჩევნების შედეგებს სოციალური ქსელით ეხმაურება:
“ოპოზიციას აქვს ხელში რეალური ბერკეტი ივანიშვილის ეს გაუგონარი თავხედობა ძვირად დაუსვას და არნახული გაყალბებით არჩეული პარლამენტი უბრალოდ ვერ შედგეს. ვისაც ხმა მივეცი, მხოლოდ იმისთვის არ მიმიცია, რომ მისი უკანალი პარლამენტის სკამში მოთავსებულიყო. იმისთვის მივეცი, რომ ამ ტოტალური უსამართლობისა და შეურაცხყოფისგან დაგვიცვას. მოკლედ, იმედია ოპოზიცია გაითვალისწინებს, რომ ხალხმა ივანიშვილის შეცვლას მისცა ხმა და არა რამდენიმე ოპოზიციონერის პარლამენტში მოხვედრას. თუ ეს ბერკეტი არ გამოვიყენეთ, ეს კაცი ამ ქვეყნისგან აღარაფერს დატოვებს.”