ანა ფოტიგა სააკაშვილზე-ის მთელი ცხოვრება იბრძოდა თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის

ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა, რომელიც გუშინ, 27 მაისს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, Twitter-ზე შეხვედრის შესახებ წერს და მის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.

“ჩვენთვის დიდი პატივია ბრიუსელში, ჩვენს შტაბში მივიღოთ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის მთელი ცხოვრება იბრძოდა თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და მისი ბრძოლა ავტორიტარიზმისა და პუტინის წინააღმდეგ, სამაგალითოა ყველა ევროპელისთვის”, – წერს ანა ფოტიგა.

https://cnews.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share