ვირუსის ეს ფორმა გადადების მაჩვენებლით ჩამორჩება ბრაზილიურ შტამს და ორჯერ მეტად გადამდებია, ვიდრე ბრიტანული.
მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. ინდური შტამი შესაძლოა ინფექციის შემთხვევების მატების რისკი იყოს. ექიმები თანხმდებიან, რომ ინფექციის ეს ფორმა გაცილებით აგრესიულია, თუმცა სხვა შტამებისგან განსხვავებული კლინიკური ნიშნები არ აქვს და მკურნალობაც იმავე პროტოკოლით მიმდინარეობს.
COVID-19 ის აგრესიული ტიპი “ინდური შტამი” განსაკუთრებით საშიშია ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც იმუნიზაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს, შესაბამისად, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მედიკოსები ხელისუფლებას ვაქცინაციის გააქტიურების და შეზღუდვების დაანონსებული შემსუბუქების პროცესში სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.