“საქართველო პოლიტიკური კრიზისის მიჯნაზე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ” , ასეთი სათაურით დაწერა სტატია ფრანგულმა “Le Monde-მა”.
“ეს არ ყოფილა არჩევნები, ეს იყო ომი, რომელიც ჩვენ არ წაგვიგია, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დღეს პირველ ნოემბერს, ოპოზიციური პარტიები მოქალაქეებთან ერთად არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ”,– წერს “Le Monde”.
ამასთან, ფრანგული გამოცემა წერს, რომ ივანიშვილმა თავის თავს მიულოცა გამარჯვება.
“წინასწარი შედეგებით, მოიგო მმართველმა პარტიამ, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მართავს… ბიძინა ივანიშვილმა გამარჯვება საკუთარ თავს მიულოცა”, – წერს ფრანგული გამოცემა “Le Monde”.
ფრანგული გამოცემა, ასევე წერს, რომ ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, ორივე პოლიტიკურმა ძალამ – ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, გამარჯვება იზეიმა, კონტროვერსიული ეგზიტპოლის მიუხედავად.
საერთაშორისო მედიის გამოხმაურებები საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ იხილეთ აქ.