გამყრელიძის თქმით, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვს.
“გიდასტურებთ, რომ ლაბორატორიულად ერთი შემთხვევა დადასტურდა სამხრეთ აფრიკული შტამის. ჯანმომ რეკომენდაცია გასცა, რომ არ იყოს დისკრიმინაცია ნუღარ ვახსენებთ სიტყვებს სამხრეთ აფრიკული, ბრიტანული და ა.შ. მათი შემოკლებული აბრევიატურებით ვისარგებლოთ, ამ შემთხვევაში საუბარია B1351 შტამზე.
ეს დაუდასტურდა საქართველოს ერთ მოქალაქეს მოგზაურობის ისტორიით დუბაიში, კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უკვე სრულად განკურნებულია და არაფერი პრობლემა არ აქვს”, – განაცხადა გამყრელიძემ.