აშშ-ში ავარიისას 21 წლის ქართველი ბიჭი დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ავარიის დროს 21 წლის ქართველი ბიჭი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ავარიის შედეგად მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის წარმოშობით ყვარლის მუნიციპალიტეტიდან არის და რამდენიმე წელია, ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობდა.

მოხდება თუ არა დაღუპულის საქართველოში გადმოსვენება, ჯერჯერობით უცნობია.

http://www.resonancedaily.com/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share