2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 20 ივლისს ზოგადი უნარების ტესტირებით დასრულდება.
ამის შესახებ ბრიფინგზე შეფასების ადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა და დასძინა, რომ გამოსაცდელები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.
თუმცა სანამ საგამოცდო ბარათებს ამობეჭდავთ, უკვე ცნობილია, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი საგნების მიხედვით:
1 ივლისი, 2 ივლისი, 5 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა;
1 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა;
1 ივლისი (პირველი სესია) – აფხაზური ენა;
6 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;
6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
6 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;
7 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;
7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
8 ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა;
8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – მათემატიკა;
12 -13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;
14 ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია;
15 ივლისი (მეორე სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
15 ივლისი (მეორე სესია) – ქიმია;
16 ივლისი (მეორე სესია) – გეოგრაფია;
19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები;
20 ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა;
20 ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა;
20 ივლისი (მეორე სესია) – ზოგადი უნარები;
28 ივლისი (მეორე სესია) – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.
2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:
27 ივლისი (პირველი სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
28 ივლისი (პირველი სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;
29 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
30 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.
https://www.etaloni.ge/