ქობულეთში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით ის ზღვაში საბანაოდ შევიდა, თუმცა ძლიერი ღელვის გამო ნაპირზე გამოსვლა ვერ შეძლო.
მამაკაცი ოზურგეთის მკვიდრია. ამ წუთებში ქობულეთში სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 20-მდე მაშველი, 4 მყვინთავი, ერთი მცურავი საშუალება, ასევე დრონის საშუალებით ხდება ტერიტორიის დათვალიერება.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა.