სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შესაძლოა, საგადასახადო შეღავათის დაწესდეს.
ცვლილება „საგადასახადო კოდექსში“ შედის. ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან. მიზეზად კი პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები სახელდება.
კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების როგორც საკუთრებაში, ასევე სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში, გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან.
პროექტით, საგადასახადო შეღავათი გავრცელდება პირის მიერ იჯარით, უზურფრუქტით, ქირით, ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთზე ან საწარმოს მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობაზე იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონება გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში.