“ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან, მანუჩარ კვირკველია ეხმაურება და წერს: ჩემთვის პოლიტიკური თანამდებობა არასდროს ყოფილა ინტერესის საგანი, უფრო მეტიც, მაქსიმალურად ვიყავი დისტანცირებული პოლიტიკისგან, თუმცა საკუთარ ქვეყანაში დამკვიდრებულმა მდგომარეობამ მიკარნახა შეხედულების გადახალისება და კომფორტის ზონიდან გასვლა.
ახლა, როცა საყოველთაო მიზეზების გამო, აზრი დაკარგა ბოიკოტის რეჟიმმა, ე.წ. მმართველი ძალის გვერდით მოგვევლინა რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი და პარლამენტი აღარ არის ერთპარტიული ინსტიტუცია, პატივს ვცემ საკუთარი გუნდის ,,პროგრესი და თავისუფლება”-ს, ასევე პარტნიორი პოლიტიკური ძალების ერთობლივ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ ხალხის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და სამართლიანი ბრძოლის გაგრძელების მოტივით გამოვიყენოთ საპარლამენტო ტრიბუნა.
ვრჩები აქამდე ჩემს მიერ გაცხადებული შეხედულებების და პრინციპების ერთგული. მიმაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს ვადამდელი დემოკრატიული არჩევნები და ამ მშვიდობიანი გზით განხორციელდეს ჩვენი ხალხის ნამდვილი ნების აღსრულება !-წერს კვირკველია.