ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაბრუნებოდნენ მათთვის სასურველ სადავეებს, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ ხალხი ბრძენია-რიმა ბერაძე ენმ-ზე

„იმედი  მაქვს, რომ საპარლამენტო საქმიანობაში მაინც აღმოაჩნდებათ სახელმწიფოებრივი აზროვნების ნიშნები, გადააბიჯებენ ვიწრო პარტიულ ინტერესს და ხელს მოაწერენ შარლ მიშელის დოკუმენტს“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

რიმა ბერაძის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას ცდა არ დაუკლია, რომ ქვეყანაში  დაპირისპირების სცენარი მოემწიფებინა, თუმცა, მოვლენები მათი სცენარის მიხედვით მოვლენები მაინც არ განვითარდა. მისივე თქმით, ხელისუფლება პროცესების დესტაბილიზაციამდე მისვლას არ დაუშვებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში არ იყოს არეულობა.

„ცდა ნამდვილად არ დაუკლიათ და შეიძლება ითქვას, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანში მოემწიფებინათ დაპირისპირების სცენარი რომ როგორმე დაბრუნებოდნენ მათთვის სასურველ სადავეებს, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ ხალხი ბრძენია. მიუხედავად ყველაფრისა, მათი სცენარის მიხედვით მოვლენები მაინც არ განვითარდა, მათგან სიტყვის გატეხას საზოგადოება უკვე მიჩვეულია. რა მოიტანა მათმა ხელოვნურმა პროტესტმა საზოგადოების პოლარიზაციის, დაძაბულობის, დაპირისპირებებისა და შელახული საერთაშორისო იმიჯის მეტი, რომლის აღდგენასაც მოლაპარაკების შედეგის მიღწევით, მხოლოდ ჩვენი გუნდი ცდილობდა?

მე უბრალოდ მაინტერესებს, გრძნობენ თუ არა ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას და რა განცდა გაქვთ, როცა იმ ადამიანების გვერდით უნდა შემოვიდნენ და დასხდნენ  დარბაზში, რომლებსაც პარლამენტში შემოსვლის გამო  მონებს გვიწოდებდნენ და წარმოუდგენელ შეურაცყოფას გვაყენებდით.

მათგან სიტყვის გატეხას საზოგადოება უკვე მიჩვეულია. ვერ მივიყვანთ პროცესებს დესტაბილიზაციამდე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში არ იყოს არეულობა“,-განაცხადა რიმა ბერაძემ.

https://cnews.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share