3 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა, სულ — 362. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 1 833.
დღეის მონაცემებით, თბილისში გარდაიცვალა 7 ადამიანი, აჭარაში — 5, იმერეთში — 6, შიდა ქართლში — 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში — 1 ადამიანი.
ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 44 522-ია. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28 633-მდე გაიზარდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 362 გარდაცვალების შემთხვევა.