ფოტო გრიგოლ მახარაძის გვერდიდან
გაზეთი დროება (1872) წერდა გურულების სიფიცხეზე: ,,ვის არ მოეხსენება, რომ წინეთ გურიაში, სიფიცხისა და დაუდევრობის გამო, ძრიელ ბევრი კაცის მკვლელობა ხდებოდა ხოლმე: ვისმე რომ შეეგინებინა გურულისათვის, ის მაშინვე გაბრაზიანებული ახტებოდა და ზედ მივარდებოდა ხანჯლითა და დამბაჩით: ,,ღმერთო კი მოჰკალი გოგია, მაგისთანა ყაზახმა, რომ შეაგინოს! თავი რათ მინდა ცოცხალიო, ამისთანა აბდალა ყაზილარმა რომ დამიბრიყვოსო!” ერთს კი არ დაჯერდებოდა, იძრობდა ხანჯალს, დამბაჩას, თოფს, ხმალს და ეგრე აღელვებული მივარდებოდა სასიკვდილოთ კაცს. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში თუ პირველი პირი ითხოვდა დანაშაულობის მიტევებას, იქნება მაშინ ცოცხალი დარჩენილიყო, თუ არა და ხშირათ სიცოცხლეს გაუქრობდა ხოლმე…”