არსებული ინფორმაციით, 26 წლის დ.ზ. მეგობრებთან ერთად პიკნიკზე იყო, რა დროსაც სავარაუდოდ ნასვამი ზღვაში შევიდა და დინებამ გაიტაცა. მეგობრებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს და სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
სამძებრო სამუშაოები 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ცხედარს ქუთაისში, პროზექტურაში გადაასვენებენ.