“ძველ დროში უაზრო გამოხედვის ადამიანზე ასე ხუმრობდნენ – ,,გადასწორებულ მეტრიკასავით იყურებაო,, ანუ დაახლოებით ისე როგორც ახლა გამოიყურება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები.”- წერს ადვოკატი კახა ჩავლეშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე:
“კომუნისტების დროში დაბადების შესახებ აქტებს სოფლის საბჭოები არეგისტრირებდნენ და მეტრიკებსაც ისინი იძლეოდნენ. ამ საკითხს მაშინ არავინ ყურადღებას არ აქცევდა და იყო ერთი ამბავი, ზოგს ჭიდაობისათვს სჭირდებოდა ასაკის მოკლება, ზოგს გათხოვისთვის, ზოგს მისი გვარი არს მოსწონდა, ზოგს სახელი და ა.შ. მოკლედ ამ ,,ნაკლის,, გამოსწორებას მაშინ სულ რაღაც 20 მანეთი სჭირდებოდა და მიდოდა მეტრიკების გადასწორება, გადაფხეკა, გადაშლა, გადაწერა და ა.შ. დადღაბნილი, გადაფხეკილი და გაუბედურებული მეტრიკიდან რაიმე აზრის გამოტანა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. შემდგომში ამან ისეთი პრობლემები გამოიწვია, რომ კანონმდებლები იძლებულნი გახდნენ 2004 წლამდე გაყალბებული სამოქალაქო აქტების მიმართ ამნისტიის შესახებ კანონი მიეღოთ, თორემ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნებოდა მისაცემი, რადგანაც კანონმდებლობით ასეთი დოკუმენტის დამზადებასთან ერთად, მისი ყოველი გამოყენებაც დასჯადია.
კომუნისტები წავიდნენ ეს გადასწორებული მეტრიკები კი დარჩა და ახლაც სერიოზულ პრობლემებს უქმნიან ადამიანებს, ერთი ასეთი შემთხვევა მქონდა – ქალბატონმა მომიტანა მეტრიკა და მიმტკიცებდა ჩემიაო, არადა ამ მეტრიკისა და მისი პირადობის მოწმობის მონაცემებს შორის არ მეთხვეოდა სულ რაღაც – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი.
ძველ დროში უაზრო გამოხედვის ადამიანზე ასე ხუმრობდნენ – ,,გადასწორებულ მეტრიკასავით იყურებაო,, ანუ დაახლოებით ისე როგორც ახლა გამოიყურება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები.”