ამ წლინახევრის განმავლობაში, რაც პანდემია არსებობს, დღევანდელ ეტაპზე ბრძოლის სტრატეგია შეცვლილია. მკაცრი ლოკდაუნიდან გადავედით შედარებით ბალანსირებულ მიდგომაზე, როცა რეგულაციები უნდა დაწესდეს და აღსრულებაზე უნდა იყოს მაქსიმალური კონტროლი, ადამიანების თვითშეგნების გაძლიერება, რათა ჩვენ ყველამ გავითავისოთ, რომ პირბადე უნდა ვატაროთ და დიდი თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ. შემიძლია, გაჩვენოთ, რამდენი ფოტო მაქვს ჩაყრილი, რამხელა ქორწილები და ჭირის სუფრები იმართება ისევ. ცეცხლს ნუ ვეთამაშებით. მარტო შოლტი არ მოქმედებს, ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ კიდევ ერთი წელი მაინც თავი უნდა შევიკავოთ ამისგან. უთხრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.