“გუშინ, ფინანსთა მინისტრმა საპარლამენტო მოსმენაზე დაადასტურა, რომ დღგ-ს თაღლითური მანიპულაციით ბიუჯეტიდან მოიპარეს 129 მილიონი ლარი. ეს რაც აღმოაჩინეს. რამდენი იპარავს ისევ ბიუჯეტიდან ფულს მხოლოდ ქაღალდებით მანიპულაციით? ეს იმიტომ ხდება, რომ სისტემაა გაუმართავი. სადაც ფულია, იქ ყოველთვის ჩნდება მოპარვის სურვილი. სახელმწიფო იმიტომ ხარ, რომ ეს არ გააკეთებინო. როცა თავად ხელისუფლების ყოფილი თუ მოქმედი პირები არიან ამაში გარეული, მაშინ ადვილია სისტემის გატეხვა. ლიფსიტებს იჭერენ, ღლავები ახალი ლუკმის მოსატეხად ილესავენ კბილებს”.- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.