(ტაბულა) ვფიქრობ ამერიკის მთავრობას არ მოსწონს საქართველოში არსებული ვითარება და ეს ნიშნავს, რომ შედეგად უფრო ნაკლებ ყურადღებას და შეხვედრებს მიიღებთ. აშშ და ევროკავშირი არ იტყვიან, რომ ახლა საქართველოს დავსჯით, არა, ისინი უბრალოდ ჩამოგწერენ, ზურგს გაქცევენ და შემდეგ თვითონ უნდა მიხვდე რატომ არ გაქცევს აშშ ყურადღებას. იქნებ ეს იმას უკავშირდება, როგორც მართავთ ქვეყანას. ამის შესახებ ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა ამერიკის ხმასთან ისაუბრა. ორშაბათს NATO-ს სამიტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც მიიღებს, თუმცა სამიტზე უკრაინა და საქართველო მიწვეულები არ არიან.