კობახიძე გახარიაზე: მაშინაც [გადადგომამდე] არსებობდა მის მიმართ კრიტიკული კითხვის ნიშნები

“ის განცხადებები, რომელიც ვნახეთ – ჩემი და გუნდის განცხადებები, არის გუნდურობის საუკეთესო გამოხატულება. როდესაც კონკრეტული გუნდის წევრი ხარ, გმართებს შენი გუნდის ინტერესების დაცვა და შენი თანაგუნდელების სათანადოდ წარმოჩენა. მაშინაც არსებობდა [გახარიასთან მიმართებით].. გარკვეული კრიტიკული კითხვის ნიშნები, იყო გარკვეული საკითხები, რაც შეეხება ღალატს, ეს ეხება 17-18 თებერვალს და ის განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ გაკეთდა მაშინ, როდესაც ვიყავით ერთიანი გუნდის წევრები. გახსოვთ, რომ გახარიას საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა 20 ივნისის შემდეგ და გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ მისი იმიჯი შემოტრიალებულიყო, ეს არ იყო მარტო საჯარო განცხადებები, ამას ვაკეთებდით გუნდის შიგნითაც” – ეს განცხადება ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მთავარის ეთერში გააკეთა.

https://metronome.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share