პარლამენტთან მიხეილ სააკაშვილის ბანერი ისევ დააზიანეს

“მიშას ბანერთან მებრძოლი “რაინდები”-ს სერია გრძელდება” – წერს სამოქალაქო აქტივისტი, კახა კვეკვესკირი და სოციალურ ქსელში პარლამენტის წინ მესამე პრეზიდენტის დაზიანებული ბანერის ფოტოებს აქვეყნებს. მისი თქმით, უცნობმა პირმა ბანერს პომიდორი და კვერცხები ესროლა.

“დილით ადრე, ყველას რომ ეძინა, მოადგა ტოიოტას მარკის ავტომობილი, მანქანიდან გადმოვიდა სამედიცინო პერსონალის ფორმაში ეკიპირებული(ალბათ გუშინ ცუდი “სმენა” ჰქონდა) ადამიანი, გადმოიღო კვერცხები, პომიდორი და ესროლა ბანერს.

იქ მდგომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება.

P.S.- თან მოგვაძახა, საღამომდე გაძლევთ დროს, რომ აიღოთ კარვები-ო”, – წერს კახა კვეკვესკირი.

მისივე თქმით, ასეთი ადამიანების რომ ეშინოდეთ “დიდი ხნის ქოცები” იქნებოდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share