უმადურობის და დაუნახაობის გამო ნუ იტყვი სიკეთის კეთებაზე უარს. იშვიათად გამოჩნდება ისეთი, ვინც დააფასებს შენს შრომას და თავდადებას… არც არის საჭირო, მადლობების ჩამონათვალი. მესმის, გული დაგწყდება, როცა არაფრად ჩაგაგდებენ, მაგრამ ღმერთი ყველაფერს ხედავს… მარტო შენს საქმეს არა, გაფიქრებასაც დაგიფასებს და ისეთ სიტუაციაში იგრძნობ ნუგეშს, იმედი რომ გექნება გადაწურული… ისედაც, სანამ ამ უსამართლო სამყაროში ხარ, დრო ხომ უნდა გაიყვანო, სანამ შენი გასვლის ჯერი მოვა… სულის საგზალს მოაგროვებ, ბევრ სიკეთეს მოიმუშაკებ და ამასობაში კარზეც მოგიკაკუნებენ… თუ ადამიანებს ვუყურეთ, ჩვენც ავცდებით საკუთარ გზას და ჩიხში შევალთ… იქიდან კი, ან ვერ გამოვალთ, ან აზრი არ ექნება გამოსვლას… ვინც ფეხზე დგას, განა ყველა ცოცხალია… ზოგი უბრალოდ, სხეულს დაატარებს!.. ცხოვრების დასასრულამდე მხოლოდ წამებს ვითვლით და ისიც, მარტო სიკეთეში გამოიყენე… არ იფიქრო, ვინ რისი ღირსია… შენ მარტო სიკეთის კეთება უნდა შეძლო!..
პეტრე კოლხი