სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობს შორის შეხვედრა დღეს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„17 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.