მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება“ “ამნისტიის შესახებ“ ამ მავნებლურ კანონს მიიღებს, რასაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიებიც არ უჭერენ მხარს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შეძლებს, დოკუმენტის სულისკვეთებას შეუერთდეს – “ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტის დანარჩენ ვალდებულებებს აბსოლუტურად იზიარებს, – ეს განცხადება “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამგააკეთა.
აშშ-ში ვიზიტად მყოფი ბოკუჩავა აცხადებს, რომ დიდია ინტერესი 19 აპრილის შეთანხმების მიმართ, რადგან რეფორმების დღის წესრიგი ამან უნდა განაპირობოს.
“ამნისტიის შესახებ“ კანონი უკიდურესად მავნებლურია და “ქართული ოცნების“ მიერ აღებულ ვალდებულებებს არ ეთანხმება. ამას მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები ამბობენ. “ნაციონალური მოძრაობა“ ამ კანონის თანაზიარი ვერანაირად ვერ გახდება. მას შემდეგ, რაც ეს შემდგარი ფაქტი იქნება, რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა და აპირებს, იმ სულისკვეთების ნაწილი გახდეს, რაც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი. დროის ამბავია – ჩვენ საქართველოში სავარაუდოდ მომავალ კვირას დავბრუნდებით. “ამნისტიის შესახებ“ კანონზე დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური, მესამე მოსმენა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.