ბავშვი ხის ყუთით მდინარეში ჩაუშვეს – ინდოელმა მენავემ პატარა გოგო გადაარჩინა

ინდოეთის შტატუტარ პრადეშშიმენავემ მდინარეგანგშიხის ყუთით მცურავი გოგონა გადაარჩინა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

გულულო ჩოდჰარის თქმით, როდესაც მან ბავშვის ტირილის ხმა გაიგო, მდინარეში შევიდა, ხის ყუთი გახსნა და ახალშობილი აღმოაჩინა, რომელიც ინდუისტური ღვთაებების გამოსახულებებით გაფორმებულ წითელ შარფში იყო გახვეული.

ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველები ამ დრომდე იკვლევენ, თუ როგორ აღმოჩნდა 21 დღის გოგო მდინარეში.

მათი თქმით, ყუთში იყო ჰოროსკოპის ბარათიც, რომელშიც მითითებული იყო ბავშვის დაბადების დრო და თარიღი.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მენავეს ხელისუფლება სხვადასხვა ჯილდოს – მათ შორის, სახლს გადასცემს.

მთავარი

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share