“სააკაშვილმა ბიუჯეტი 250 მილიონიდან 5 მილიარდზე აიყვანა, ახლა გაძარცვულია ყველაფერი”

“აღვირახსნილობაა ქვეყანაში, რასაც უნდათ აკეთებენ” – აცხადებს თაკო ჩარკვიანი ტვ “პირველთან” და ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ხელისუფლების დამოკიდებულებას აფასებს:

“იმ დღს პარლამენტში მივმართე ოხანაშვილს და ვეხუმრე, რომ აქ რაც შემოსული ვარ ტენისის მაგიდას ვხედავ და ეტყობა ამაში გაგყავთ დრო-მეთქი…პარალელურად დიდი ფული იჭრება ბიუჯეტიდან და იფლანგება მინდა გითხრათ. გაძარცვულია რკინიგზა, კორუფციაა ყველგან. მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტის დროს, რომლის ოპოზიციაშიც ვიყავი მე პირადად, 250 მილიონიდან, 5 მილიარდამდე აიყვანა იმ კაცმა ბიუჯეტი. ახლა ბიუჯეტიც და ხალხიც გაძარცვულია. აი, ხალხი ვერ აცრეს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო იმის გამო გადამდგებოდა ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლება, რაც ხალხს გაუკეთეს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share