(rezonansi) მამუკა მდინარაძე ფარული ჩანაწერების გავრცელებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „იმედის კვირასთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ფარული ჩანაწერებით პოლიტიკური სუბიექტების დაშანტაჟებას ცდილობენ. „ამ ძველ ჩანაწერებს იღებენ და ამონტაჟებენ იმისთვის, რომ დღეს დააშანტაჟონ უკვე პოლიტიკური სუბიექტები და ამ შემთხვევაში ხელისუფლება და თან ფეიკ ნიუსები გაავრცელონ მასზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც სხვა, რეალური მსგავსი ტიპის ინფორმაცია არ გაქვს და ცდილობ ცრუ ინფორმაციით გახვიდე ფონს“, – განაცხადა მდინარაძემ.