სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა 21 ივნისიდან დაიწყო. აბიტურიენტებმა ატესტატების მისაღებად შესაბამისი განცხადებით იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართონ.
ატესტატის მიღება განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში უფასოდ არის შესაძლებელი. ამისთვის ატესტატის მოთხოვნაზე განცხადება წლის ბოლომდე უნდა გააკეთოთ. დოკუმენტის დაჩქარებული წესით მისაღებად შესაბამისი საფასურის გადახდაა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ ატესტატის მიღება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. მატერიალური ფორმით ატესტატის მიღება შეიძლება იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. ასევე, ფოსტის მეშვეობით.
რაც შეეხება ელექტრონულ ასლს, მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ, ნებისმიერ დროს პორტალიდან my.gov.ge. ელექტრონული ატესტატი არის ორიგინალი დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტი.
აბიტურიენტს ელექტრონული ატესტატით სარგებლობა შეუძლიათ იმის მიუხედავად, გაიტანს თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს.
on.ge