კახაძე: თუ ნაფიცი მსაჯული მეანია და მის მშობიარეს საკეისრო კვეთა დასჭირდა, როგორ ვიქცევით?

“არის ერთი გარემოება, რომელიც მე მინდა, დავაზუსტო. მაგალითად, ნაფიცი მსაჯულის მოვალეობას ასრულებს მეანი, ხაზს ვუსვამ, მეანი, რომელსაც რამდენიმე სიცოცხლე აბარია — დედის და შვილის (მოსავლენის). იმ დროს, როდესაც ის ამ მოვალეობას ასრულებს ნებელობით, მის მშობიარეს შეექმნა სასიცოცხლო საფრთხე, საკეისრო კვეთაა გასაკეთებელი, ასეთ დროს როგორ მოიქცევით, აი, ეს მინდა ვიკითხო, ეს არის გასათვალისწინებელი”,-ამის შესახებ კითხვა ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასვა, როცა გამომსვლელი, ანრი ოხანაშვილი ნაფიც მსაჯულთა შესახებ კანონზე საუბრობდა.
https://metronome.ge/
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share