(ტაბულა) “მე არასდროს არ მითქვას კონკრეტულად არც თარიღი, არც დრო, არც ადგილი ჩასვლის, გარდა ბოლო განცხადებისა. ბოლო განცხადებაში ვთქვი, რომ ამ რეფერენდუმისთვის, რა თქმა უნდა, ვაპირებ ჩამოსვლას”. – ამბობს მიხეილ სააკაშვილი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.
ჟურნალისტის კითხვაზე კონკრეტულად რეფერენდუმამდე ჩავიდოდა თუ რეფერენდუმის შემდეგ, სააკაშვილმა უპასუხა: ” ამას ქართველი ხალხი ნახავს ეს იქნება სიურპრიზი ივანიშვილისთვის, მაგრამ ძალიან მძლავრი სიურპრიზი, მე არ დავაღალატებ ქართველ ხალხს”.
ამასთან ერთად, კითხვაზე, თუ რატომ უნდა ენდოს ქართველი ამომრჩეველი, სააკაშვილი პასუხობს: “მე ყოველთვის ვასრულებ იმას, რასაც ვამბობ”.