“ივანიშვილს ასეთი განცხადებები, შეშფოთებები, აღშფოთებები არ აინტერესებს, თავისას მიერეკება” –გუგავა

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა:

ივანიშვილს ასეთი შეგონებები, განცხადებები, შეშფოთებები, აღშფოთებები და ანგარიშები არ აინტერესებს. ის თავისასა მიერეკება და უყურებთ ქვეყანა რა კატასტროფის წინაშე დააყენა, ამიტომ აუცილებელია გამოყენებული იყოს აქტიური სანქცირების მეთოდიკა, ოღონდ პერსონალური, ივანიშვილზე და არა ქვეყანაზე. რა თქმა უნდა, ამ ყოველივემ, რასაც ხელისუფლება ახორციელებს, შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, – ამბობს გიორგი გუაგავა.

 უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ ევროკომისია ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარი საქართველოზეც არის. ანგარიშში კომისია საქართველოს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს, რომლებიც უზენაესი სასამართლოს და პროკურატურის რეფორმის დასრულებას, ასევე, ანტოკორუფციული და სამართალდამცავი ორგანოების  გაძლიერებას გულისხმობს

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share