წადით მშვიდობიანად, არაფერი ყრია ამ ხელისუფლებაში ასეთი! წადით და თქვენი თავიც გადაირჩინეთ და ქვეყანაც აარიდეთ მოვლენათა არასასურველ განვითარებას! – ამ შინაარსის facebook პოსტს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აქვეყნებს
როგორც ის წერს, ხალხი არ დათმობს ძალადობით წართმეულს.
„წადით, იმიტომ რომ დღესავითაა უკვე ნათელი, რომ ხალხი არ დათმობს ძალადობით წართმეულს, ის ხალხი, ვინც ხელისუფლების ერთადერთი წყაროა! წადით და დაგვეხსენით, ბატონო ივანიშვილო“,- წერს ნიკა გვარამია.