ფრინველებმა ფრენა ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით პეტერბურგიდან დაიწყეს. ჯგუფი 9000 მტრედისგან შედგებოდა, მაგრამ მათგან მხოლოდ 4000-მა შეძლო დანიშნულების ადგილამდე მისვლა.
შესაძლოა ფრინველების გაუჩინარებაზე სხვადასხვა კლიმატურმა და ატმოსფერულმა ფაქტორებმა იქონიეს გავლენა, მაგრამ სიტუაციას მისტიკურს ხდის ის ფაქტი, რომ ფრთოსანთა უმეტესობა ბერმუდის სამკუთხედის გადაფრენისას უბრალოდ გაუჩინარდა.
რიჩარდ სეიერი ფრინველებს, კონკრეტულად კი მტრედებს წლებია აკვირდება. მისი განცხადებით, ეს ყველაზე ცუდი მოვლენაა, რაც ცხოვრების მანძილზე უნახავს. ამხელა დანაკარგი კი სამომავლოდ მტრედების პოპულაციაზეც აისახება.
“მოყვარულთა უმეტესობის აზრით მტრედების გაუჩინარება ატმოსფეროს ცვლილების ბრალია, შესაძლოა ფრინველები შტორმაც იმსხვერპლა, მაგრამ არავინ იცის რეალურად რა მოხდა,” – აცხადებს რიჩარდ სეიერი.
მტრედები ნავიგაციისთვის დედამიწის მაგნიტურ ველებს იყენებენ, მაგრამ შესაძლოა მათ ნავიგაციაში ხელი გეომაგნიტურმა შტორმმა შეუშალოს.