(ტაბულა) ამერიკელ მსახიობს, სემუელ ელ ჯექსონს სხვა კინომოღვაწეებთან ერთად საპატიო ოსკარი გადაეცემა.
“სემ ჯექსონი საკულტო მსახიობია, რომლის ნამუშევრებს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იცნობს”. – ამბობს კინოაკადემიის პრეზიდენტი დევიდ რუბინი.
ჯექსონის გარდა, საპატიო ჯილდოები გადაეცემათ 2018 წელს გარდაცვლილ შვედ მსახიობს, ინგმარ ბერგმანის მუზას, ლივ ულმანს, Lethal Weapon-ის ვარსკვლავს დენი გლოვერს და მსახიობს, სცენარისტსა და რეჟისორს ელეინ მეის.
დაჯილდოების სპეციალური ცერემონია 2022 წლის იანვარში გაიმართება.
სემუელ ლ. ჯექსონის კარიერა 80-იან წლებში დაიწყო, კინოკრიტიკოსთა სიმპათიები სპაიკ ლის ადრეულ ნამუშევრებში შესრულებული როლებით მოიპოვა. 90-იან წლებში კვენტინ ტარანტინოს Pulp Fiction-ში ჯულსის განსახიერების შემდეგ პირველი სიდიდის ვარსკვლავი გახდა, შემდგომში მსახიობი ტარანტინოს თითქმის ყველა პროექტში მონაწილეობდა. 2000-10 წლებში ითამაშა ისეთ საკულტო ფრენჩაიზებში, როგორებიც Star Wars და Marvel არის.