ინფორმაციას „დოიჩე ველე“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 15-20 ივნისის პერიოდში „დელტა“ ვარიანტზე ინფიცირების შემთხვევების 36%-ი მოდიოდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 15%-ით მეტი იყო, გასული კვირის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი 50%-ს გასცდა.
”დელტას“ ვარიანტის იგნორირება სერიოზული შეცდომა იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ბავარიის შტატის პრემიერ მინისტრმა მარკუს სოდერმა.