“გუშინ გამართული, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოფიციალურ ოქმს ვითხოვთ, თავისთავად ვგეგმავთ გასაჩივრებას, არ გვაღირსეს, ახლა მირეკავს ეს ქარაფშუტა ნათია ცეცხლაძე, კომისიის სახელით და გვეუბნება ოქმი მოიკითხეთ, გადმოცემის თარიღი კი გუშინდელია, ანუ გასაჩივრების ვადასაც არ გვაძლევენ, ასეთი უნამუსობა, უსირცხვილობა და თვალსა და ხელს შუა კანონის ფეხებზე დაკიდება არც გამიგია და არც მინახავს” -გვითხრა კახა ასკურავამ, რომელიც “გაერთიანებული ოპოზიციის” შტაბს ხელმძღვანელობდა ლანჩხუთში.
გუშინ გამართულ სხდომაზე, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ, იმის მომიზეზებით თითქოსდა საჩივრებზე უფლებამოსილი პირის ხელწერა არ იყო, გაერთიანებული ოპოზიციის 30-მდე საჩივარი განუხილველი დატოვა.
ოპოზიცია ყველა იმ უ8ბნის ხელახალ გადათვლას იტხოვს სადაც ბალანსი არ ჯდება და ამის გამო თითოეულ უბანზე პირველი ოფიციალური ოქმი მრავალჯერ ჩაასწორეს.
ხშირ შემთხვევაში კი კომისიის წევრტა ხელმოწერებია გაყალბებული ან კიდევ კანდიდატთა, როგორც პროპორციულ ისე მაჟორიტარული ხმები გადასწორებული მმართველი პარტიის სასარგებლოდ,