ადამიანები უხსოვარი დროიდან, დედამიწის სხვადასხვა ადგილებში დიდ სიმაღლეებზე სახლდებოდნენ. სახლებს მთებზე და კლდეებზე აშენებდნენ აუცილებლობიდან გამომდინარე: უსაფრთხოების მიზნით, რელიგიური შეხედულებებით და სხვადასხვა მიზეზებით.
ბარსელონიდან 120 კმ.-ში საოცარი ადგილია: კლდის ვიწრო პლატოზე, რომელიც გველეშაპის კუდს მოგვაგონებს და სიგანე დაახლოებით ოთხი მეტრი აქვს, სახლების მხოლოდ ორი რიგია განლაგებული. ეს ქალაქი კასტელფოლიტ-დე-ლა-როკაა. იგი კლდეზე მრავალი საუკუნის წინ იქნა აშენებული, რომელსაც გაზვიადების გარეშე ესპანეთის მარგალიტი შეიძლება უწოდოთ. ეს აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ რა თქნა უნდა, სიმაღლის შიში არ გაქვთ.
ბაზალტური კლდე, რომელზეც ქალაქია გაშენებული, კატალონიაში მდებარეობს, პროვინცია ჟირონის ბუნებრივ პარკში. იგი წარმოშობილია ვულკანური ლავის ნაკადების ერთმანეთთან შეჯახების შედეგად. ამასთან ბუნებამ ეს კლდე ორ ეტაპად შექმნა: ჯერ, 217 ათასი წლის წინ, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად შეიქმნა, ასე ვთქვათ საძირკველი ამ კლდისთვის, მრავალი ასეული წლის შემდეგ კი, კიდევ ერთი ამოფრქვევის შედეგად, თითქოს სპეციალურად ჩამოყალიბდა კედელი, ვიწრო პლატოს მსგავსი.
კლდის სიმაღლე 50 მეტრია, ადგილის ფართი კი, სადაც ერთადერთი ქუჩაა გაშენებული ორი რიგი სახლებით, სულ 670 კვადრატული მეტრია. საოცარია, მაგრამ ამ პატარა ქალაქში, რომელსაც ზოგიერთ გზამკვლევში სოფელსაც კი უწოდებენ, თავისი ღირსშესანიშნაობები აქვს. აქ თავიანთი ეკლესია აქვთ (სან სალვადორი), რომლის ისტორია XIII საუკუნიდან იწყება, აქვთ ბევრი პატარა კაფე, ბარი და რესტორანი (ამათგან ყველაზე ძველი 1870 წელს არის გახსნილი), ძეხვის მუზეუმი, რომელიც 27 წელია არსებობს და რა თქმა უნდა სადამკვირვებლო გემბანი. სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ შესანიშნავი ხედებით, რომელიც ქალაქიდან იშლება.
ამ დასახლებულ პუნქტამდე მისვლა ძალიან რთულია, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქ არ არსებობს, საჭიროა საკუთარი ავტომანქანა ან ტაქსი. ადგილობრივ შრომისმოყვარე მოსახლეობას ხილბოსტნეული კლდის ძირას გაშენებულ ბაღებსა და ბოსტნებში მოჰყავთ, სადამდე მიღწევაც არც თუ ისე იოლია.
რაც შეეხება ქალაქს, იგი თითქმის 800 წლისაა. თავიდან ის აშენდა როგორც საფორტიფიკაციო ობიექტი. თავისი ისტორიის მანძილზე იგი არაერთხელ დანგრეულა მიწისძვრებისა და ომების შედეგად, თუმცა სახლებს შენარჩუნებული აქვს შუასაუკუნეების იერი. მასალად მაცხოვრებლებს გამოყენებული აქვთ ვულკანური ლავისგან წარმოქმნილი ბაზალტი, სახურავები ყავისფერი კრამიტითაა გადახურული, სართულებს შორის კი კერამიკული დეკორია.
საინტერესოა, რომ კასტელფოლიტ-დე-ლა-როკაში, რომელიც სულ ათას მოსახლეზე ცოტა მეტს ითვლის, ესპანეთის ქალაქებს შორის ერთ-ერთი პირველია, სადაც სატელეფონო ხაზი იქნა გაყვანილი.
http://intermedia.ge/