“მე, მაგალითად, სიმართლე გითხრათ, ადამიანის უფლებრივ ნაწილში ადამიანის გამოხატვის მომხრე ვარ, მაგრამ ის ადგილი, რომელიც მათ აქვთ შერჩეული, შეიძლება, ჩემთვის მიუღებელი იყოს. საერთოდ, ადგილის შერჩევა კონსენსუსის საგანი უნდა იყოს და არის უამრავი ადგილი თბილისში, სადაც შეიძლება ამის გაკეთება.
ადამიანის უფლებრივი ნაწილი ყოველთვის გადის ორ შემთხვევაზე – ერთი, როდესაც მე მაქვს უფლება და მეორე, როდესაც სხვის უფლებას პატივი უნდა ვცე და შეთანხმებული უნდა იყოს”. – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ლადო კახაძე მთავართან ინტერვიუში პრაიდის კვირეულზე.
პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება.