ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 14,3%-ით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის ივნისში საარსებო შემწეობას 555 657 ადამიანი იღებდა, ეს კი 69 595-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წლის ივნისში სახელმწიფოს დახმარების იმედად 486 062 ადამიანი იყო.
ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა იმ ადამიანებიც რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ღარიბია და ფულად დახმარებას საჭიროებს. კერძოდ, თუ 2020 წლის ივნისში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრირებული იყო 941 493 ადამიანი, 2021 წლის ივნისში კი 1 054 567. აქ ზრდა 12%-ია.