ისრაელში, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ 70%-ით ეფექტურია.
კვლევამ ასევე ცხადყო, რომ Pfizer-ის ვაქცინა ასევე ეფექტურია ე.წ. ინდური ვარიანტით ინფიცირებულ ადამიანებში სერიოზული სიმპტომების განვითარების პრევენციის თვალსაზრისითაც.
23 ივნისს დაავადებათა კონტროლის ევროპულ ცენტრში განაცხადეს, რომ აგვისტოს ბოლოს ე.წ. ინდური შტამი ევროკავშირში შემთხვევების 90%-ს შეადგენს.
11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად გასულ წელს ინდოეთში გამოვლინდა, კლასიფიცირდება როგორც შემაშფოთებელი ვარიანტი.