უცხოური მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სექსუალური ორიენტაციის დისკრიმინაცია უკანონოა, ქვეყანა კვლავ ძალიან კონსერვატიულია, – ამის შესახებ აღნიშნულია BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში: „თბილისი პრაიდის მარში ულტრა-მემარჯვენეების მიერ ოფისებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გაუქმდა.“

გამოცემის ცნობით, ეს თბილისში LGBTQ საზოგადოებაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

„2019 წელს ულტრა-მემარჯვენე დემონსტრანტებმა აქცია გამართეს პირველი ქართული LGBTQ ფილმის პრემიერის წინააღმდეგ,“- აღნიშნულია სტატიაში.

„პრაიდის ღონისძიებები კვლავ სადავოა საქართველოში, კონსერვატიულ ქვეყანაში, სადაც ძლიერი მართლმადიდებლური ეკლესია შეეჯახა დასავლეთისკენ მიდრეკილ მთავრობებს პროგრესული სოციალური საკითხების გამო,“- წერს „ფრანს-პრესი“.

თბილისში განვითარებულ მოვლენებს აღწერს The Guardian-იც და წერს, რომ ეს ქალაქში “პრაიდის მარშის“ გამო დაწყებული ძალადობის პირველი შემთხვევა არაა.

„2013 წელს თბილისში, პრაიდის აღლუმზე თავდასხმის დროს მღვდლები მიუძღოდნენ ბრბოს, რომლებიც სკანდირებდნენ: “არა გეებს“. ძალადობამ შეარყია საქართველოს მცდელობები გააძლიეროს პროდემოკრატიული და ადამიანის უფლებების მანდატი მაშინ, როდესაც ქვეყანა ცდილობს უფრო ძლიერი კავშირები ჰქონდეს ევროპასთან,“- წერს The Guardian-ი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share