აპირებთ თუ არა გადადგომას? – პრემიერი “ტვ პირველის” კითხვას გაურბის

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, არ პასუხობს კითხვას, აპირებს თუ არა თანამდებობიდან გადადგომას, რადგან სწორედ მისი განცხადების შემდეგგაუსწორდნენ მედიას.

“არ შეიძლება როგორც თქვენ იქცევით” – უთხრა “ტვ პირველის” რეპორტიორს მთავრობის მეთაურმა.

პუტინისტური ჯგუფების პირდაპირი სამიზნე გუშინ მედია იყო. ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაასისხლიანეს 53  ჟურნალისტს – ურტყამდნენ ქვებს, ხელკეტებს, მუშტებს და არბევდნენ აპარატურას.

გუშინ პირველად მედიაისტორიაში მედიაკომპანიების ხელმძღვანელები იძულებულები გახდნენ, მიეღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და  დაპირისპირებათა ეპიცენტრიდან ჯგუფები გამოეყვანათ.

მედიაზე ძალადობა პირდაპირ წახალისებული იყო ქვეყნის პრემიერ მინისტრის მხრიდან. აგრესიული ადამიანები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ დილიდან გაამხნევა. მედიას არ იცავდა შს მინისტრი. ვახტანგ გომელაურის თანამშრომლები პირდაპირ უყურებდნენ, როგორ სცემდნენ ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share