სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს როგორ არიან უპატრონოდ მიტოვებული ძაღლები ბათუმის ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე. მათ უმეტესობას სხვადასხვა დაზიანებები აქვთ, სავარაუდოდ, ნაწილი ვეტერინარების მიერ არასწორად გაკეთებული ოპერაციების გამო.
ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე ამბობს, რომ ბათუმის მერიის დავალებით, თავშესაფარს ქუჩებიდან უპატრონო ძაღლები მიჰყავს და ნაგავსაყრელზე ტოვებს.
“ბათუმის მერია და ზოგადად მთავრობა, სიტყვა ჯოჯოხეთი არ აღწერს რასაც თქვენ აკეთებთ” – მიმართავს მოქალაქე ადგილობრივ ხელისუფლებას და ამბობს, რომ მერია ამას იმის გამო აკეთებს, რომ გამოჩნდეს, თითქოს ქალაქში იმაზე ნაკლები უპატრონო ძაღლია, ვიდრე რეალურადაა. ნაგავსაყრელზე მიტოვებით კი უმწეო ცხოველებს სასიკვდილოდ წირავენ.
“იქ ყველა ძაღლი მომაკვდავია და წამებით იხოცებიან! მომაკვდავები სიკვდილს ნატრულობენ დედამიწაზე ჯოჯოხეთი მოაწყვეს!
იგივეს გისურვებთ თავშესაფრის ჩლუნგი ვეტერინარებიდან, თავშესაფრის დირექტორით და მერი, მერიის თანამშრომლების ჩათვლით ყველას! იმედია როდესმე იგივე ტკივილს თქვენც გამოცდით ნაბიჭვრებო!”, – წერს ტასო ლოსაბერიძე.
mtavari.tv-სთან საუბრისას ტასო ლოსაბერიძე ამბობს, რომ მერიას ოფიციალურადაც მიმართავენ.