აუცილებელია, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას – ხაბეიშვილი თამარ ჟვანიას წინააღმდეგ პროკურატურას განცხადებით მიმართავს

ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში გააკეთა განხადება და აღნიშნა, რომ აპირებს პროკურატურას მიმართოს და ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარის თამარ ჟვანიას წინააღმდეგ გამოძების დაწყება მოსთხოვოს. ხაბეიშვილის თქმით, აუცილებელია, ჟვანიამ ჩადენილზე პასუხი აგოს:

“აუცილებელია, თამარ ჟვანიაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, მე პირადად ჩემს მეგობრებთან ერთად ვმუშაობ ამაზე, რომ პროკურატურას მივმართო და ამას აუცილებლად, ოფიციალურადაც გავაკეთებ. თამარ ჟვანია არათუ უნდა გადადგეს, სახლში წავიდეს და რაც მოუპარავს თუ უშოვნია შეირგოს დედის რძესავით – არა. მან პასუხი უნდა აგოს თითოეული მოპარული ხმისთვის, იმიტომ, რომ მან ქართველ ხალხს მოპარა მომავალი”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

http://newposts.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share